2 მარტს ლონდონის აეროპორტ Heathrow-ში, სამხედრო დანაშაულებების ჩადენის, მკვლელობებში მონაწილეობისა და ჟენევის კონვენციის დარღვევის ბრალდებით, ბოსნიისა და ჰერცოგოვინის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი - ეიუპ განიჩი დააკავეს, - იუწყება სააგენტო ”იტარ-ტასი”. განიჩი იმ 19 ბოსნიელიდან ერთ-ერთია, რომელთაც 1992 წელს სარაევოს ცენტრში იუგოსლავიის სახალხო არმიაზე თავდასხმა ედება ბრალად.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.




















