"პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის" ერთ-ერთი წევრი რამდენიმე საათია გამოკითხვაზე იმყოფება

"პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის" ერთ-ერთი წევრი რამდენიმე საათია გამოკითხვაზე იმყოფება

მოძრაობა "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის" ერთ-ერთი წევრი თეონა დვალი რამდენიმე საათია გამოკითხვაზე იმყოფება. როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიაში განუცხადეს, დვალის გამოკითხვა მთაწმინდის რაიონულ პოლიციაში მიმდინარეობს, თუმცა პოლიციაში მისი დაბარების მიზეზი უცნობია.

"ნამდვილად ვერ ვხვდები, რის გამო უნდა გავეჩერებინე. პირადობის მოწმობა მოითხოვეს და მითხრეს, რომ ვიზუალურად ძალიან ვგავდი ეჭვმიტანილს და ცდილობდნენ ამის გადამოწმებას. დაახლოებით 40 წუთის შემდეგ მომიტანეს ამონაწერი, აინტერესებდათ ინფორმაცია სად ვმუშაობდი, რაზე ვმუშაობდი", - განუცხადა "რუსთავი 2"-ს გამოკითხვამდე თეონა დვალმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ