შსს-მ სიძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

შსს-მ სიძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1993 წელს დაბადებული გ.მ. ოჯახური დანაშაულის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით მესტიის რაიონში დააკავეს.

როგორც "ინტრერპრესნიუსს" სამინისტროდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 2015 წლის 19 ნოემბერს, თბილისის ზღვის მახლობლად, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, მისი დის მეუღლეს, 1988 წელს დაბადებულ ლ.კ.-ს ცივი იარაღით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

"გამოძიება ოჯახური დანაშაულის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 111-108-ე მუხლით)", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: ვინ არის 23 წლის მამაკაცი, რომელმაც თბილისის ზღვასთან დის ქმარი ცივი იარაღით მოკლა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ