რუსთავში მომხდარი მკვლელობა გახსნილია - შსს-მ 23 წლის ახალგაზრდა დააკავა

რუსთავში მომხდარი მკვლელობა გახსნილია - შსს-მ 23 წლის ახალგაზრდა დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთავში მომხდარი მკვლელობა გახსნა. უწყების ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1993 წელს დაბადებული კ.ხ.

"შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული კ.ხ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა რუსთავში, ახმეტელის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1973 წელს დაბადებულ თ.კ.-ს ცივი იარაღით სხეულის დაზიანება მიაყენა და მიმალვა სცადა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

ნახეთ ვიდეო|  "ჯერ ქალმა და შვილმა დაარტყა დანა, ქვა ჩაარტყეს მერე თავში" - რუსთავის უსასტიკესი მკვლელობის ახალი დეტალები

სამართალდამცველებმა კ.ხ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში, რუსთავში დააკავეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს", - აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ