ქუთაისის საქალაქო სასამართლო დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე ბრალდებული პოლიციელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

ქუთაისის საქალაქო სასამართლო დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე ბრალდებული პოლიციელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე ბრალდებული პოლიციელის, გოდერძი თევზაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სასამართლო გოდერძი თევზაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

პროკურატურა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

"სამტრედიის პოლიციის თანამშრომელთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოების მიერ მოძიებულ იქნა ყველა მასალა, რომლის შედეგადაც პროკურატურა სამტრედიის პოლიციის თანამშრომლის მიმართ წინასწარ ორთვიან პატიმრობას ითხოვს", - განუცხადა ჟურნალისტებს პროკურორმა გიორგი ცხოვრებაშვილმა.

მისივე განმარტებით, პროკურატურის წარმომადგენლები რამდენჯერმე იმყოფებოდნენ გოდერძი თევზაძის სახლში, თუმცა ის არ გამოჩენილა და მისი ადგილსამყოფელის შესახებ ოჯახის წევრებმაც არაფერი იციან.

თევზაძე მიმალვაში იმყოფება. აღნიშნულის გამო საგამოძიებო უწყება მასზე ძებნის გამოცხადებას აპირებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ