რუსთავის სასამართლოდან პატიმარი გაიქცა

რუსთავის სასამართლოდან პატიმარი გაიქცა

არსებული ინფორმაციით, რუსთავის საქალაქო სასამართლოდან პატიმარი გაიქცა. როგორც "რუსთავი 2" იუწყება, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

მათივე ინფორმაციით, საბადრაგო სამსახურმა პატიმარი პროცესზე მიიყვანა, რა დროსაც ის სავარაუდოდ ბრალდებულებისთვის განკუთვნილი მოსაცდელი ოთახიდან გაიქცა.

"ამ ეტაპზე მიმდინარეობს პატიმრის ინტენსიური ძებნა", - "რუსთავი 2"-ის ინფორმაციითვე, სასამართლოსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენლები პატიმრის ფოტოს ასლით მოძრაობენ ქალაქში და ადგილობრივებს მის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სთხოვენ.

ჯერჯერობით რუსთავის საქალაქო სასამართლოსა და სასჯელაღსრულების სამინისტროში კომენტარი არ კეთდება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ