რუსთავის სასამართლოდან პატიმრის გაქცევის ფაქტზე სასჯელაღსრულების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

რუსთავის სასამართლოდან პატიმრის გაქცევის ფაქტზე სასჯელაღსრულების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო რუსთავის საქალაქო სასამართლოდან პატიმრის გაქცევის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ბრლდებულმა ო.გ.-მ, რომელიც დღეს სასამართლო პროცესზე დასწრების მიზნით, რუსთავის საქალაქო სასამართლოში იყო გადაყვანილი, პროცესის დაწყებამდე სპეციალურ ოთახში შეუძლოდ ყოფნა მოიმიზეზა, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება მოხდა.

"ბრალდებულმა სამედიცინო პერსონალის მოსვლის შემდეგ, მისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის პერიოდში, სასამართლოს შენობიდან გაქცევა მოახერხა. ამჟამად მიმდინარეობს ძებნა", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

თბილისში 19 წლის გიორგი შაქარაშვილს ეძებენ - "საგურამოში დაბადების დღეზე იყო და შემდეგ მისი კვალი გაქრა"

სპეცოპერაცია დიღმის მასივში - არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება ნარკოდანაშაულს

"ჩემი წყაროები არიან სუს-ის და "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები" - რა თქვა ნიკა გვარამიამ სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ