რას ყვება თვითმხილველი რუსთავის სასამართლოდან გაქცეულ პატიმარზე

რას ყვება თვითმხილველი რუსთავის სასამართლოდან გაქცეულ პატიმარზე

რუსთავის საქალაქო სასამართლოდან გაქცეული პატიმრის სამძებრო ღონისძიებები ქალაქის მარცხენა სანაპიროზე, ე.წ. ძველ რუსთავში მიმდინარეობს.

როგორც AMBEBI.GE-ს კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, გაქცეული პატიმრის სამძებრო ღონისძიებებში სასჯელაღსრულების სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმია ჩართული. ქუჩებში მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც.

პატიმრის ძებნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, მერიის და მეტალურგიის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიებზე მიმდინარეობს.

ამასთან, არსებობს თვითმხილველი, რომლის თქმითაც, დაინახა, როგორ გადაძვრა ახალგაზრდა მამაკაცი სასამართლოს ღობეზე. აღნიშნული პირი, სავარაუდოდ, სწორედ გაქცეული პატიმარი უნდა იყოს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ