არაოფიციალური ინფორმაციით, რუსთავის სასამართლოდან გაქცეულ პატიმარს, ე.წ. პლასტილინისგან დამზადებული "ხელყუმბარა" ჰქონდა

არაოფიციალური ინფორმაციით, რუსთავის სასამართლოდან გაქცეულ პატიმარს, ე.წ. პლასტილინისგან დამზადებული "ხელყუმბარა" ჰქონდა

არაოფიციალური ინფორმაციით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსაცდელი დარბაზიდან გაქცეულ პატიმარს, საძერწი მასალისგან - სავარაუდოდ, ე.წ. პლასტილინისგან დამზადებული "ხელყუმბარა" ჰქონდა.

დაუზუსტებელი ცნობით, სწორედ პლასტილინის "ხელყუმბარის" საშუალებით მოახერხა პატიმარმა სასამართლოში გამოძახებული სამედიცინო ბრიგადისა და ბადრაგის დაშინება.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, პატიმარი ჯერ სასამართლოს მოსაცდელი ოთახის ფანჯრიდან, შემდეგ კი ღობიდან გადახტა.

კიდევ ერთი დაუზუსტებელი ინფორმაციით, პატიმარს სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანა ელოდებოდა.

რუსთავის სასამართლოს ეზოში ექსპერტ-კრიმინალისტები და პოლიცია მუშაობას განაგრძობს.

გაქცეული პატიმრის სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიებზე.

"შემთხვევა ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება" - მამაკაცი, რომელიც თავის აფეთქებით იმუქრებოდა, დააკავეს

თბილისის ერთ-ერთ უბანში, მამაკაცს ხელყუმბარა უჭირავს და თავის აფეთქებით იმუქრება

"ავადმყოფი კაცი ვარ, ვნერვიულობ, მკვდარია, ცოცხალია... ბიძინას რომ ენახა, მეტყოდა" - ტარიელ ესებუა დაკავებულ და ძებნილ შვილებზე