თინა ხიდაშელი - ბატონი იზორიას უპასუხისმგებლობა უკვე ყოველგვარ ზღვარს გადადის

თინა ხიდაშელი - ბატონი იზორიას უპასუხისმგებლობა უკვე ყოველგვარ ზღვარს გადადის

ბატონი იზორიას უპასუხისმგებლობა უკვე ყოველგვარ ზღვარს გადადის, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში განაცხადა, რითაც გონიოში დაკარგულ სამხედროებთან დაკავშირებულ საქმეზე თავდაცვის უწყების მოქმედი ხელმძღვანელის, ლევან იზორიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

ხიდაშელის აზრით, იზორიას განცხადებები ჯარის დისკრედიტაციისკენაა მიმართული.

"ეს წვრთნები დაიგეგმა 2011 წელს. ბატონი იზორიას უპასუხისმგებლობა კი უკვე ყოველგვარ ზღვარს გადადის. მე ვთქვი, რომ მაქსიმალურად შევეცდები მასზე, როგორც თავდაცვის მინისტრზე არ ვისაუბრო, იმიტომ რომ ჩემთვის ჯარის პრესტიჟი ყველაზე მთავარია, მაგრამ როცა უწყებაში მოდის ხელმძღვანელი, რომელიც ყოველდღიურად ყველაფერს აკეთებს ჯარის დისკრედიტაციისთვის, ამაზე, რა თქმა უნდა, ვერ გავჩერდები. მისი ყველა განცხადება, რომელიც ამ საქმეს ეხებოდა, მიმართული იყო ჯარის დისკრედიტაციისკენ. თავდაცვის მინისტრს არავითარი უფლება არ აქვს ილაპარაკოს იმ საქმის შესახებ, რომელზეც გამოძიება ჯერ არ დამთავრებულა და ისეთი განცხადებები აკეთოს, რომლებიც გვესმის. პირველი - მან თქვა, რომ მასობრივი დანაშაული იყო ჩადენილი. ფაქტობრივად, სრულიად შეიარაღებულ ძალებს დასდო ბრალი, რადგან მასობრივი დანაშაული ნიშნავს ბევრი სამხედრო ოფიცრის მონაწილეობას დანაშაულში და მეორე - რაც დღეს ბრძანა, რომ თურმე ჩვენ ქვეყანაში ინსტრუქტორები არ გვივარგა და არავითარი მზადყოფნა არ არის წვრთნებისთვის. იმეცადინოს - შეიარაღებულ ძალებში ჯერ კიდევ არიან დარჩენილი ჭკვიანი ადამიანები, ვისი გაშვებაც ვერ მოასწრო და რომლებიც ეტყვიან, რამდენი წვრთნა ტარდება მუდმივად, პარალელურ რეჟიმში. შემთხვევები ხდება. თავდაცვის სამინისტროს ვალი არის ის, რომ გაარკვიოს, ეს შემთხვევები არის უბედური შემთხვევები თუ ვიღაცის დაუდევრობით გამოწვეული და არა ის, რომ თავდაცვის მინისტრმა წინასწარ რეცეპტები გამოწეროს და ხან მასობრივ დანაშაულზე ილაპარაკოს და ხან იმაზე, რომ საერთოდ ინსტრუქტორები არ გვივარგა", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ