კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
15:53 / 02-09-2016
ვინ იყო ვაკეში მოკლული სოსო ჯოხაძე და რა კავშირი ჰქონდა მას იუსტიციის მინიტრთან
არსებული ინფორმაციით, ვაკეში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის დროს მოკლული პირი სოსო ჯოხაძეა, რომლის სახელიც არაერთ გახმაურებულ კრიმინალურ საქმეში ფიგურირებს. იგი ე.წ კრიმინალური ავტორიტეტის გიორგი ჯოხაძის ძმაა.

ჯოხაძეზე შეიარაღებული თავდასხმა დაახლოებით 15:20 საათზე ფალიაშვილისა და რიგის ქუჩების გადაკვეთაზე მოხდა. ცეცხლი მას და კიდევ ერთ ახალგაზრდა მამაკაცს გაუხსნეს. არაოფიციალური ინფორმაციით, თავდამსხმელები ნიღბებით იყვნენ.

სოსო ჯოხაძის სახელი რამდენიმე წლის წინ საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის სახელს დაუკავშირდა. 2013 წელს "თავისუფალმა ზონამ" გაავრცელა ფოტოები, რომელზეც წულუკიანი ჯოხაძესთან ერთად არის გადაღებული. მაშინ გავრცელებულ ფოტოებზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი კანდელაკმა გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ სოსო ჯოხაძის სახელს გასულ წლებში არაერთი გახმაურებული დანაშაული უკავშირდებოდა, მათ შორის 2001 წელს სასტუმრო "საქართველოსთან" მომხდარი კრიმინალური გარჩევა, რომლის დროსაც ორმხრივი სროლისას სამი ახალგაზრდა დაიჭრა.

იხილეთ ვიდეო| რას ყვებოდა გიორგი კანდელაკი ვაკეში ჩაცხრილული სოსო ჯოხაძისა და თეა წულუკიანის კავშირზე

კანდელაკის ინფორმაციითვე, ჯოხაძე 2006 წელს, "ციხის ბუნტის" დროს ის იყო ე.წ. კრიტის ე.წ. მაყურებელი და "ციხის ბუნტის" ერთ-ერთი ორგანიზატორი.

იხილეთ ვიდეო| პირველი რეპორტაჟი ვაკეში ჩაცხრილვის ადგილიდან - რა დაინახა თვითმხილველმა ტრაგედიის მომენტში

მოგვიანებით, წულუკიანმა აღნიშნა, რომ ის კრიმინალებთან არ მეგობრობს და ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოზე შემდეგი კომენტარი გააკეთა: "ეს ფოტო არის ამოჭრილი დიდი ფოტოდან, სადაც ჩვენი მონაზონის სულიერი შვილები ვიყავით ჩაის დასალევად შეკრებილი. მე დღესაც "ვიძიებ", თუ საიდან მოხვდა ეს დაჭრილი ფოტო იქ, სადაც მოხვდა, და ამაზე ცალკე გადაცემა იქნება, ალბათ, საჭირო", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ძმები ჯოხაძეების სახელი 2005 წელს ვაკის საცურაო აუზთან მომხდარ ტრაგედიაშიც ფიგურირებს. გავრცელებული ინფორმაციით, პლეხანოველ და საბურთალოს "საძმოებს" შორის დაპირისპირებას ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ემსხვერპლა - დავით ზირაქიშვილი და ნათია მთავრიშვილი ვაკის საცურაო აუზთან საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს. 2005 წელს სამართალდამცველები ამბობდნენ, რომ მკვლელობა ჯოხაძეებზე შურისძიების მიზნით მოხდა.

რაც
You must have Flash Player installed in order to see this player.
შეეხება სოსო ჯოხაძის ძმას, ის ე.წ კრიმინალური ავტორიტეტი გიორგი ჯოხაძეა, რომელიც ოთხჯერაა ნასამართლევი. ის შსს-მ 2013 წლის 13 აგვისტოს დააკავა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით. შსს-ს ცნობით, დაკავებისას მან პოლიციელებს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას "მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი ერთი მჭიდით და 8 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს, ხოლო ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად, მისი კუთვნილი "აუდის" მარკის ავტომანქანიდან ცეცხლსასროლი იარაღი "ზიგზაუერი", 3 მჭიდი და 42 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
03:20 / 23-01-2017
giorgi
0
სჰენი სული გაანატლოს გმერტმა.ცჰენიდზმა იქნები ყოველტვის
13:53 / 03-01-2017
ს.ს.
0
ეს ახალგაზრდა კაცი ღმერთმა გაანათლოს და შეუნდოს,რაც შეეხება ქალბატონ მინისტრს გიორგი კანდელაკი რა უფლებით ლაპარაკობს მაგათმა თავიანთი მინისტრები მოიკითხონ გვამები მომიტანეს რო ითხოვენ და ხმა ჩაიგდონ,მინდა რო 9 წლიანი უბედურების ჩამდენი ხალხი დაისაჯონ მაქსიმალური სიმკაცრით რომ სხვას აღარასდროს გაუჩნდეს იგივეს გაკეთების სურვილი.
მსგავსი სიახლეები
ჯოხაძის მკვლელობის შემდეგ, დაიწყო საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა, მის მეგობრებს ნათობაძის სამეგობროზე ეძიათ შური
გოგონა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანეს
შსს-ს ინფორმაციით, ახალგაზრდამ სამართალდამცველებს შეურაცხყოფა მიაყენა, რაც შესაბამისი ფაქტებით არის დადასტურებული
"ფაქტი გამაოგნებელია: მანქანა, რომლის მოძრაობამაც ამ ქალის აღშფოთება და შიში გამოიწვია, აღმოჩნდა თავად პატრულის"
ჩვენი წყაროს ცნობით, მანქანაში, საიდანაც ცეცხლი გახსნეს, პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის მეგობრები ისხდნენ
1910 წელს გამოქვეყნებულ წერილში, ვაკელები ქალაქის გამგეობისგან მოითხოვენ
დაშავდა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის 4 წევრი
"რენჯ-როვერის" მძღოლმა მანქანა მიატოვა და გაიქცა
თვითმხილველთა თქმით, რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
17:53 / 29-05-2017  Image "ჩვენი გაკვეთილები არცაა გაკვეთილები, ეს სიყვარულია..." - ერთმოსწავლიანი კლასის მასწავლებლის ამაღელვებელი წერილი
"მოვიდეს ერი და გაზომოს ბერდოს გულის ძგერა, აწონოს მისი ერთი ცრემლი, როდესაც..."
23:18 / 29-05-2017  Image ე.წ. კანიბალიზმის საქმის უცნობი დეტალები
+VIDEO საზარელი მკვლელობა გასული წლის 19 ოქტომბერს გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მოხდა
11:07 / 29-05-2017  Image ყველაფერი მართვის მოწმობის 100-ქულიან სისტემაზე - 50 დარღვევა, რომელზეც ქულები დაგაკლდებათ
მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის გზამკვლევი
20:38 / 29-05-2017  Image პირველი ქართველი ქალი დეპუტატები, რომელთა შესახებ არაფერი გსმენიათ - "მათი უმრავლესობა რეპრესირებული იყო საბჭოთა რეჟიმის დროს"
"მათ შესახებ ხსენებულ კვლევამდე ინფორმაცია არ არსებობდა"
22:30 / 01-08-2016  Image როგორ მოვიცილოთ თავიდან კოღოები - ყველაზე მარტივი ხერხი
ყველას გვიყვარს ზაფხული და თბილი ამინდები. თუმცა ამ სეზონის ყველაზე დიდი პრობლემა კოღოების შემოსევაა
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-05-24 06:59:12
სოციალურ ქსელში ლაშა თორდიას სავარაუდო...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49