ყიფშიძეზე მომხდარი სროლის ახალი დეტალები - რატომ დაჭრა კლიენტმა პროფილაქტიკის თანამშრომელი

ყიფშიძეზე მომხდარი სროლის ახალი დეტალები - რატომ დაჭრა კლიენტმა პროფილაქტიკის თანამშრომელი

რამდენიმე წუთის წინ ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ პროფილაქტიკაში სროლის ხმა ისმოდა. არსებული ინფორმაცით, დამნაშავე ავტომატიდან ისროდა.

როგორც ირკვევა, დაჭრილია პროფილაქტიკის თანამშრომელი, რომელსაც ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

შემთხვევის შესახებ საუბრობენ თვითმხილველები. როგორც "ინტერპრესნიუსს" პროფილაქტიკის თანამშრომელმა განუცხადა, სროლის შედეგად დაჭრილია ერთი ადამიანი, რომელიც აღნიშნულ პროფილაქტიკაში მუშაობს.

იხილეთ პირველი კადრები პროფილაქტიკიდან, სადაც სროლა მოხდა

"ჩვენი თანამშრომელი დაჭრეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, საავადმყოფოშია გადაყვანილი", - განაცხადა პროფილაქტიკის თანამშრომელმა.

დაჭრილი ავტომანქანების კომპიუტერულ დიაგნოსტიკაზე მუშაობს.

ამასთან, კიდევ ერთი თვითმხილველის თქმით, პროფილაქტიკის თანამშრომელს კლიენტმა ესროლა. მისივე ინფორმაციით, კლიენტმა ცეცხლი მას შემდეგ გახსნა, რაც პროფილაქტიკის თანამშრომელმა მოუცლელობის მიზეზით ავტომანქანის დიაგნოსტიკისთვის დალოდება სთხოვა.

"უთხრა, ჯერ არ მცალია, ბევრი მანქანა მაქვს გასაკეთებელი, დამელოდე და გაგიკეთებო, რის შემდეგაც, ამ ადამიანმა მანქანიდან ავტომატი ამოიღო და ესროლა", - აღნიშნავენ პროფილაქტიკის თანამშრომლები.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ