ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირის ვინაობა დადგენილია

ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირის ვინაობა დადგენილია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირის ვინაობა დადგენილია.

როგორც Ambebi.ge-ს უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, მის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

რამდენიმე საათის წინ ყიფშიძის ქუჩაზე კლიენტმა პროფილაქტიკის თანამშრომელს, რამაზ მჭედლიშვილს ესროლა. დაჭრილი საავადმყოფოში, ოპერაციის დროს გარდაიცვალა. მას ჭრილობა გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება 108-ე პრიმა (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით დაიწყო.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ