ყიფშიძეზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია - შსს-ს განცხადება

ყიფშიძეზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია - შსს-ს განცხადება

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული კ. ლ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, თბილისში, ვაკის რაიონში, ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე ავტოსახელოსნოს თანამშრომელს, 1971 წელს დაბადებულ რ.მ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე, ზესტაფონში დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით).

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ