ადვოკატი - თორნიკე შალიკაშვილი სოსო ჯოხაძის მკვლელობაში ბრალდებულთან ერთად ავტომანქანაში იჯდა, თუმცა არ დაუნახავს, თუ ვინ მოახდინა გასროლა

ადვოკატი - თორნიკე შალიკაშვილი სოსო ჯოხაძის მკვლელობაში ბრალდებულთან ერთად ავტომანქანაში იჯდა, თუმცა არ დაუნახავს, თუ ვინ მოახდინა გასროლა

ვაკეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული სამი პირიდან ერთ-ერთისთვის, თორნიკე შალიკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შალიკაშვილის ადვოკატმა, ზაზა მესხმა განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს, დღეს კი მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფადრებაზე უნდა იმსჯელონ.

ადვოკატის ინფორმაციით, თორნიკე შალიკაშვილი, სოსო ჯოხაძის მკვლელობაში ბრალდებულთან ერთად ავტომანქანაში იჯდა, თუმცა მას არ დაუნახავს, თუ ვინ მოახდინა გასროლა ჯოხაძის მიმართ.

"მას არაფერი დაუნახავს. ფაქტი რომ მოხდა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მანქანაში იმყოფებოდა, საჭესთან იჯდა, თუმცა ვინ გაისროლა, მან არ იცის. იცნობდა მკვლელობის ბრალდებით დაკავებულს, თუმცა მან ესროლა თუ სხვა ვინმემ, არ იცის", - განაცხადა ზაზა მესხმა.

სოსო ჯოხაძე ვაკეში 2 სექტემბერს მოკლეს, მასთან ერთად მანქანაში მყოფი ადვოკატი ზაქარია ჩიბუხაშვილი კი დაჭრეს. აღნიშნულ საქმეზე, პოლიციამ განზრახ მკვლელობის და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ბადრი ნათობაძე დააკავა. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ამასთან აღნიშნულ საქმეზე, შსს-მ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით სამი პირი 8 სექტემბერს დააკავა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ