ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული საპოლიციო კონტროლი და გამოვლენილი კანონდარღვევები - შსს ინფორმაციას აქვეყნებს

ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული საპოლიციო კონტროლი და გამოვლენილი კანონდარღვევები - შსს ინფორმაციას აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის 6-8 სექტემბერს, საპოლიციო კონტროლის დროს სამართლდამცველების მიერ გამოვლინდა სისხლის სამართლის 170 დანაშაული, მათ შორის: ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების (სსკ-ის 236-ე მუხლი) - 59 ფაქტი; ქურდობის (სსკ-ის 177-ე მუხლი) – 20 ფაქტი; ოჯახური ძალადობის (სსკ-ის 126 პრიმა მუხლი) - 4 ფაქტი; ცემის (სსკ-ის 125-ე მუხლი) – 2 ფაქტი; ძალადობის (სსკ-ის 126-ე მუხლი) – 2 ფაქტი; ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის (სსკ-ის 260-ე მუხლი) – 50 ფაქტი; პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის (სსკ-ის 353-ე მუხლი) – 1 ფაქტი.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საპოლიციო კონტროლის დროს გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1357 შემთხვევა, მათ შორის: ნარკოტიკების უკანონო მოხმარების (ასკ-ის 45-ე მუხლი) - 50 ფაქტი; დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ის 166-ე და 173-ე მუხლები) - 31 ფაქტი; ცივი იარაღის ტარების (ასკ-ის 181 პრიმა მუხლი) – 29 ფაქტი.

"საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული იქნა შემდეგი სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: 4 ავტომატი, 12 პისტოლეტი, 2 რევოლვერი, 2 შაშხანა, 12 გადაჭრილი სანადირო თოფი, 8 სანადირო თოფი, 1 შაშხანად გადაკეთებული პნევმატური თოფი და სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო ვაზნები.

სამართლდამცველებმა ასევე ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.

საპოლიციო კონტროლის დროს, სამართალდამცველებმა ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის - 31, ხოლო ადმინისტრაციული სამართლდარღვევისთვის – 30 პირი დააკავეს", - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ