შს მინისტრი - "ჩვენ დავასრულეთ ყველა "კანონიერი ქურდის" აღწერა"

შს მინისტრი - "ჩვენ დავასრულეთ ყველა "კანონიერი ქურდის" აღწერა"

"ჩვენ დავასრულეთ ყველა "კანონიერი ქურდის" აღწერა, რომელიც ინტერპოლის მწვანე ცირკულარში განვათავსეთ" - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს ინტერპოლის გენერალური სამდივნოს პროექტ "მილენიუმის" კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ განუცხადა, სადაც სტუმრებს საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის კუთხით მიღწეული შედეგები გააცნო.

მისი თქმით, ეს ევროპის ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებს შესაძლებლობას აძლევს ამ ადამიანების მიმართ მიიღონ ადეკვატური გადაწყვეტილებები.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისი მასპინძლობს პროექტ "მილენიუმის" შეკრებას. ჩვენ საკმაოდ დიდი წვლილი მიგვიძღვის ამ პროექტში. საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავება შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

ამ მიმართულებებით შეთანხმებები გვაქვს გაფორმებული ჩვენს პარტნიორ 26 ქვეყანასთან, საიდანაც 15 ევროკავშირის წევრი ქვეყანაა. ჩვენ მომავალშიც ვგეგმავთ ჩეხეთთან, საბერძნეთთან, დანიის და ბელგიის სამეფოებთან ანალოგიური შეთანხმების გაფორმებას. ჩვენი მეკავშირე ოფიცრები წარვგზავნეთ ევროპის 13 ქვეყანაში. ამან თავისი შედეგი გამოიღო",- განაცხადა მღებრიშვილმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ