ვაკეში მამაკაცი დაჭრეს

ვაკეში მამაკაცი დაჭრეს

არსებული ინფორმაციით, ვაკეში ჭავჭავაძის გამზირზე, „ვენდისის“ მახლობლად მდებარე კორპუსთან მამაკაცი დაჭრეს.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველთა თქმით, რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს. ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული.

ერთი ადამიანის დაჭრის ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. როგორც "ინტერპრესნუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) მუხლებით მიმდინარეობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ