რა გახდა ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსის დაკავების მიზეზი - შსს-ს ინფორმაცია

რა გახდა ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსის დაკავების მიზეზი - შსს-ს ინფორმაცია

კრიმინალური პოლიციის იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი გიორგი კაჭარავა წინასწარი შეთანხმებით დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვის ბრალდებითაა დაკავებული, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრერსსამსახურის უფროსმა თეა პერტაიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, კაჭარავასთან ერთად დაკავებულია სამმართველოს დეტექტივ- გამომძიებელი ზურაბ ჭ. პერტაიას განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი კაჭარავამ ნარკოტიკული საშუალების უაკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე მოწმის სახით დაბარებულ მოქალაქეს უსაფრთხოებისა და ხელშეუხებლობის გარანტად, ასევე იმავე ბრალდებით დაკავებული მისი ახლობლისათვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების უზრუნველსაყოფად გარკვეული თანხის გადახდა მოსთხოვა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: როგორ და რისთვის დააკავეს კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსანი ქუთაისში

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ