ნიკა გვარამია შსს-ში დაკითხვაზე იმყოფება

ნიკა გვარამია შსს-ში დაკითხვაზე იმყოფება

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შსს-ში დაკითხვაზე შევიდა. ნიკა გვარამიას მედიისთვის კომენტარი არ გაუკეთებია. უკვე 2 საათია ასევე დაკითხვაზე იმყოფება მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერი პაატა ბურჭულაძე.

მათი დაკითხვა ბოლო დროს გავრცელებულ სატელეფონო საუბრებთან დაკავშირებით მოხდება, რომელიც პაატა ბურჭულაძესა და ნიკა გვარამიას შორის შედგა. ბურჭულაძის განცხადებით, ეს არის ზღვარი, რომელიც ხელისუფლებამ გადაკვეთა. მისი თქმით, ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს.

შსს-სთან კვლავ შეკრებილნი არიან მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერები და მათი მხარდამჭერები.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ