კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ვასილ ლელუაშვილი დათა ახალაიასგან რაიმე დავალების მიღებას უარყოფს

კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ვასილ ლელუაშვილი დათა ახალაიასგან რაიმე დავალების მიღებას უარყოფს

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ვასილ ლელუაშვილს 2011 წლის 26 მაისის საქმეზე ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბრალდებულის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა განუცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით, ვასილ ლელუაშვილი ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. როგორც მამუკა ჭაბაშვილმა განმარტა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უშუალო ხელმძღვანელისგან, დათა ახალიასგან მომიტინგეების მასიურად დაკავების დავალების მიღებას არ ადასტურებს.

"ვასილ ლელუაშვილს არგუმენტი აქვს ასეთი, რომ ფიზიკურად იქ იმყოფებოდა, რადგან სამსახურის უფროსი დათა ახალაია იქ იყო და სამივე მოადგილე იქ ვიყავითო, მაგრამ მისთვის არც არაფერი დაუვალებიათ და არც მას მიუცია დავალება ვინმესთვის. ვერც მივცემდიო, რადგან ჩემი საკურატორო სამმართველოებიდან არც ერთი ადამიანი არ ყოფილა თავისუფლების მოედანზე. მის საკურატორო სამმართველოებს სხვა რამ ევალებოდათ. მოსმენები, ვირუსები და ა.შ. იმაზე ლაპარაკი ზედმეტია, რომ უშუალოდ მიეყენებინა ფიზიკური შეურაცხყოფა ვინმესთვის. ამას არც აბრალებენ, მაგრამ ბრალი მოიცავს ამ ყველაფრის ორგანიზებას", - განაცხადა მამუკა ჭაბაშვილმა.

ადვოკატის ინფორმაციით, იმ პირთა ჩამონათვალში, ვინც ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას ადასტურებს, არც ერთ მის საკურატორო სფეროში შემავალი სამმართველოს თანამშრომელი არაა. მისივე თქმით, მოწმეები ძირითადად სპეცრაზმელები და ასევე კუდ-ის საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელია, რომელიც რანგით ვასილ ლელუაშვილს უტოლდებოდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ