ტყიბულში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის სახლი გაქურდეს

ტყიბულში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის სახლი გაქურდეს

ტყიბულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ბონდო კუბლაშვილის საცხოვრებელი სახლი გაქურდეს.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იტყობინება, არსებული ინფორმაციით, სახლიდან წაღებულია ოქროულობა და ფული. თუმცა, თავად კუბლაშვილი მისი გაქურდვის ფაქტს უარყოფს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში კი ქურდობის ფაქტს ადასტურებენ.

მათი განცხადებით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს. მათივე ცნობით, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ