ვანო მერაბიშვილი, ერეკლე კოდუა და გია სირაძე ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ სცნო

ვანო მერაბიშვილი, ერეკლე კოდუა და გია სირაძე ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ სცნო

ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი პროცესიდან იუწყება, სასამართლომ სამივე ბრალდებული - შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ერეკლე კოდუა და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი უფროსი, გია სირაძე დამნაშავედ სცნო.

მერაბიშვილს 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და თანამდებობის დაკავების აკრძალვა შეეფარდა 2 წლით და 3 თვით. კოდუას და სირაძეს კი 9-9 წლიანი პატიმრობა და ასევე 2 წლითა და 3 თვით თანამდებობის დაკავების აკრძალვა.

საქართველოს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე 2005 წელს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის და მისი ცემის საქმეზე, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ივანე მერაბიშვილს, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილს უფროსს ერეკლე კოდუას და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილ უფროსს გია სირაძეს 2014 წელს წაუყენეს. მიხეილ სააკაშვილს და ივანე მერაბიშვილს ბრალად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება, ერეკლე კოდუას და გია სირაძეს კი სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ყაჩაღობა ედებათ. საქმე ორ ეპიზოდად გაიყო და ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობის საკითხი სასამართლოში ცალკე განიხილება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ