მამაკაცს, რომელმაც ეჭვიანობის ნიადაგზე, ზაზა ილურიძის მოსაკლავად მაღაზიაში ხელყუმბარა შეაგდო, 8 წელი მიუსაჯეს

მამაკაცს, რომელმაც ეჭვიანობის ნიადაგზე, ზაზა ილურიძის მოსაკლავად მაღაზიაში ხელყუმბარა შეაგდო, 8 წელი მიუსაჯეს

სასამართლომ ბრალდებულ ერმილე აკოფაშვილს თავისუფლების 8 წლით აღკვეთა მიუსაჯა. როგორც "ინტერპრესნიუსს" პროკურატურიდან აცნობეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებული ერმილე აკოფაშვილი დამნაშავედ სცნო განზრახ მკვლელობის მცდელობაში და საბრძოლო მასალის - ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ტარებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 27 იანვარს, 16:55 საათზე, ერმილე აკოფაშვილი მივიდა ქ.თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ზაზა ილურიძის მაღაზიასთან და ეჭვიანობის ნიადაგზე, ზაზა ილურიძის მოკვლის განზრახვით საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი "რგდ 5"-ის ტიპის ხელყუმბარა მაღაზიაში შეაგდო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ერმილე აკოფაშვილი იმავე დღეს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (საბრძოლო მასალის-ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარება) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ერმილე აკოფაშვილი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ