ტარიელ ფოცხვერია თურქეთიდან სამშობლოში ჩამოასვენეს

ტარიელ ფოცხვერია თურქეთიდან სამშობლოში ჩამოასვენეს

ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ფოცხვერია, მეტსახელად "ტარასა" თურქეთიდან საქართველოში ჩამოასვენეს. ტარიელ ფოცხვერიას 27 სექტემბერს, ქუთაისში დაკრძალავენ. ფოცხვერია თურქეთის ქალაქ სტამბოლში გუშინ გარდაიცვალა.

სასამართლომ ტარიელ ფოცხვერია ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო პატიმრობიდან რამდენიმე თვის წინ გაათავისუფლა, რის შემდეგაც ის მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად თურქეთში იმყოფებოდა, სადაც მკურნალობას გადიოდა.

ტარიელ ფოცხვერია, იგივე "ტარასა" ციხის ბუნტის ბრალდებით 2007 წელს უკრაინაში დააკავეს. მისი ექსტრადირება საქართველოში მოხდა, სადაც მას ბრალად "კანონიერი ქურდობა" და თბილისში ე.წ. ციხის ბუნტის მოწყობა წაუყენეს. შემდეგ ის ამნისტიის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა 2014 წელს, თბილისის მე-9 საავადმყოფოში, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა, ისევ დააკავეს.

ტარიელ ფოცხვერია 57 წლის იყო.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ