თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" გულშემატკივრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" გულშემატკივრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

წერეთლის გამზირზე, თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის" ტორპედოს" გულშემატკივრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველმა აცნობა, გულშემატკივრებს შორის ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას. ისმოდა სროლის ხმაც. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

მომხდარი ინციდენტის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-ში დაუდასტურეს. მათი განმარტებით, ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებს, რომელიც პოლიციამ განმუხტა. რაც შეეხება, სროლის ხმას, ინციდენტის დროს გამოყენებული იყო პიროტექნიკა.

იხილეთ ვიდეო: "ხოცვა-ჟლეტა იყო" - დაპირისპირება და პანიკა წერეთლის გამზირზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ