"ეს წლები იმაზე ფიქრში გავატარე, რა მოხდა. ნანატრი შვილი იყო. მანამდე მუცელი ორჯერ მომეშალა" - რას ითხოვს ბარბარე რაფალიანცის დედა

"ეს წლები იმაზე ფიქრში გავატარე, რა მოხდა. ნანატრი შვილი იყო. მანამდე მუცელი ორჯერ მომეშალა" - რას ითხოვს ბარბარე რაფალიანცის დედა

ბარბარე რაფალიანცის დედა თათია მექერიშვილი შვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებას მოითხოვს. როგორც ის "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებს, ეს საქმე თაროზეა შემოდებული, ხოლო გამომძიებელი ერთი და იგივე ფრაზას იმეორებს - ხელჩასაჭიდი არაფერია.

"ოთხი წელი გავიდა და დღემდე, როცა გამომძიებელს ვურეკავ, ერთი და იგივე ფრაზა ისმის - ახალი და ხელჩასაჭიდი არაფერია. ათას საქმეს იძიებენ და რით ვერ გამოიძიეს ჩემი შვილის მკვლელობა. რა გახდა ასეთი, რომ საშველი არ ჩანს? ჩამოვდივარ პროკურატურაში და შეხვედრითაც არავინ მხვდება. ან რა აზრი აქვს იქ ჩასვლას, რეაგირება მაინც არ არის. ახლა რაკი არჩევნები მოდის, ისევ დავურეკეთ ყველას, ვიფიქრეთ, იქნებ ახლა მაინც ეთქვათ რამე ახალი, მაგრამ არა. გამოვიძიებთ, საქმე დახურული არ არისო. რა მნიშვნელობა აქვს, დაიხურება თუ არა, ჩემთვის მთავარი ხომ შედეგია? ეს საქმე თაროზეა შემოდებული და ჩვენი გულისტკივილი არავის ადარდებს. დასკვნები გააკეთეს მაშინ ირაკლი ღარიბაშვილმაც და სხვებმაც. აცხადებდნენ, აუცილებლად გამოვიძიებთო. ოთხი წლისთავზე მაინც იქნებ მითხრან, სად არის მათი დაპირებები? თბილისში ჩასვლასაც აზრი არ აქვს. მანანა ბერიკაშვილთანაც ვითხოვდით შეხვედრას, მაგრამ შენობაშიც კი არავინ შეგვიშვა, გვითხრეს არ არისო, არადა ვიცოდით, რომ იქ იყო. ვითხოვთ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას, მაგრამ არ გვახვედრებენ. ეს წლები იმაზე ფიქრში გავატარე, რა მოხდა. ნანატრი შვილი იყო ბარბარე. მანამდე მუცელი ორჯერ მომეშალა. გიორგობას საკესრო კვეთით 8-თვიანი გავაჩინე. ექიმებმა გვითხრეს, თუ სამი დღე გაძლო, გადარჩებაო. ჭამა მაშინვე დაიწყო და გადარჩა. ძალიან აქტიური ბავშვი იყო და ის დღეს აღარ მყავს. ვითხოვ, ჩამოიღონ თაროდან ჩემი შვილის საქმე", - აცხადებს ბარბარე რაფალიანცის დედა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში დატრიალებული ტრაგედიიდან ოთხი წელი ხდება. 2012 წლის 30 სექტემბერს 10 თვის ბარბარე რაფალიანცის ცხედარი წყლით სავსე ტონანახევრიან ქვევრში იპოვეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ