ოზურგეთის რაიონში შსს-ს ბალანსზე არსებული შენობა დააზიანეს

ოზურგეთის რაიონში შსს-ს ბალანსზე არსებული შენობა დააზიანეს

ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვში შსს-ს ბალანსზე არსებული შენობა დააზიანეს. როგორც სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შენობის დაზიანების ფაქტზე 2 პირია მხილებული.

"შსს-ს გურიის პოლიციის დეპარატმენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე 2 პირი: 1999 წელს დაბადებული გ.ჯ. და 2000 წელს დაბადებული ლ.მ. ამხილეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 25 სექტემბერს, ღამის საათებში, აღნიშნულმა პირებმა ქვის სროლის შედეგად დააზიანეს ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვში არსებულ შენობაზე განთავსებული ბანერი და ჩაამტვრიეს მინა. მხილებული პირები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლით მიმდინარეობს.

აქვე კიდევ ერთხელ კატეგორიულად უარვყოფთ ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სოფელ ბახვში პოლიციის მოქმედი შენობა გაიქურდა. აღსანიშნავია, რომ ქურდობის ფაქტი საერთოდ არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება აღნიშნულ შენობას, იგი ამჟამად შსს-ს ბალანსზე იმყოფება და არ ფუნქციონირებს",- ნათვამია უწყების განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ