გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით სუს-მა გამოძიება შეთქმულების მუხლით დაიწყო

გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით სუს-მა გამოძიება შეთქმულების მუხლით დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინტერნეტში გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მუხლით დაიწყო.

აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, დაიკითხება ყველა პირი, რომელიც გავრცელებულ ჩანაწერში ფიგურირებს.

"მედიით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.

მოხდება მედიით გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობისა და ავთენტურობის დადგენა, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, დაიკითხება ყველა ის პირი, რომელიც აღნიშნულ ჩანაწერებში ფიგურირებს. შესაბამისი უწყებები მათ დღესვე გადაეცემათ", - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში სკანდალური ფარული ჩანაწერი ვრცელდება, რომელშიც სავარაუდოდ, საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრს შორის დიალოგია ასახული.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ