"ნაციონალური მოძრაობა" სუს-ში დაკითხვაზე არ გამოცხადდა

"ნაციონალური მოძრაობა" სუს-ში დაკითხვაზე არ გამოცხადდა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები აკაკი მინაშვილი და ნუგზარ წიკლაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე არ გამოცხადდნენ.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს თხოვნით მიმართა, მათი წარმომადგენლების დასაკითხად პარტიის ოფისში თავად მივიდნენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიაში განუცხადეს, სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობისთვის მზად არიან, თუმცა წინასაარჩევნო პროცესიდან გამომდინარე გადატვირთული რეჟიმი აქვთ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები სუს-მა ინტერნეტში გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით დაკითხვაზე დაიბარა, სადაც დღეს, 18:00 საათზე უნდა მისულიყვნენ. "მედიით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.

მოხდება მედიით გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობისა და ავთენტურობის დადგენა. აღნიშნულ აუდიოჩანაწერებზე დაინშნება ექსპერტიზა და მოხდება ხმების იდენტიფიცირება. ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, დაიკითხება ყველა ის პირი, რომელიც აღნიშნულ ჩანაწერებში ფიგურირებს. შესაბამისი უწყებები დაეგზავნათ აკაკი მინაშვილს და ნუგზარ წიკლაურს. ისინი კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაკითხვაზე დღეს, 18:00 საათზე არიან დაბარებულები", - განაცხადა სუს-ის პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ