ტყიბულის გამგეობიდან კომპიუტერი მოიპარეს

ტყიბულის გამგეობიდან კომპიუტერი მოიპარეს

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის ერთ-ერთი კაბინეტიდან კომპიუტერი მოიპარეს, რომელშიც, სავარაუდოდ, საფინანსო სამსახურის სამუშაო დოკუმენტაცია ინახებოდა.

ქურდობის ფაქტს ტყიბულის გამგეობაში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ აღნიშნულის შესახებ მათ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართეს.

ქურდობის ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ. შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულიხმობს და აქტიური საგამოძიებო მოქმედეები ტარდება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ