შსს "ლიბერთი ბანკის" დაყაჩაღების ახალ დეტალებს ასაჯაროვებს

შსს "ლიბერთი ბანკის" დაყაჩაღების ახალ დეტალებს ასაჯაროვებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გლდანში, "ლიბერთი ბანკის" ფილიალის დაყაჩაღების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, სისხლის სამართლის საქმე 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო| პირველი კადრები დანაშაულის ადგილიდან

მათივე ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომელი, რომელიც დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას დაჭრეს, საავადმყოფოშია გადაყვანილი, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"დაჭრილია პოლიციელი, რომელიც ბანკში შეჭრილი პირის დაკავებას ცდილობდა და რომელსაც აღნიშნულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი, თუმცა მძიმედ არ არის. რაც შეეხება ბანკში შეჭრილ პირს, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები მის დასაკავებლად", - განაცხადეს შსს-ში.

გლდანში, მესამე მიკრორაიონში მდებარე "ლიბერთი ბანკის" ფილიალი დღეს დააყაჩაღეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ