აღმოჩენილია საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის დიდი მარაგი - შსს-ს განცხადება

აღმოჩენილია საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის დიდი მარაგი - შსს-ს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და მთავარ პროკურატურასთან ერთად, საქართველოს ტერიტორიაზე საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის მარაგს მიაკვლია.

შესაბამისი განცხადება შსს-ში რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა.

უწყების ინფორმაციით, სხვადასხვა გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერებები და ასაფეთქებელი მოწყობილობები.

"არსებული ინფორმაციით, აღნიშნული საბრძოლო მასალის შენიღბულად დამარხვა სხვადასხვა პერიოდში განხორციელდა", - განაცხადეს შსს-ში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ