"ქართული ოცნება" უარყოფს, რომ ფონიჭალაში მათ კონცერტზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

"ქართული ოცნება" უარყოფს, რომ ფონიჭალაში მათ კონცერტზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ზემო ფონიჭალაში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი "ქართული ოცნების" ღონისძიებაზე მოხდა, თუმცა აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფს პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კრწანისის მე-7 ოლქში, ბექა ოდიშარია.

როგორც ოდიშარიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მან მომხდარი ფაქტი მოიკითხა და გაირკვა, რომ ინციდენტი ზემო ფონიჭალაში, "ქართული ოცნების" ღონისძიებიდან რამდენიმე კილომეტრში მოხდა.

"ეს ინციდენტი ზემო ფონიჭალაში მოხდა. ჩვენი კონცერტი კი ქვემო ფონიჭალაში გაიმართა. მოგეხსენებათ, ფონიჭალა არ არის პატარა. მოვიკითხე, ხომ არ ეხებოდა ეს რამენაირად ჩვენს ღონისძიებას და ვერც ერთი ადამიანი ვერ აღმოვაჩინეთ, ვინც მას იცნობდა. თუ რაიმე მოხდა, ვწუხვარ, მაგრამ ამას არანაირი კავშირი არ აქვს ჩვენს ღონისძიებასთან.

მშვიდი კონცერტი იყო. ჩვენ საერთოდ გამოვირჩევით პოზიტიური საარჩევნო კამპანიით და როგორც ჩანს, ეს ვიღაცას თვალში ხვდება. თუ ვინმეს ხელოვნურად უნდა მოახდინოს რაიმეს მოდელირება, ეს არახალია", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ფონიჭალაში ახალგაზრდა მამაკაცი ცოტა ხნის წინ დაჭრეს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ