4 წელი კოლაგის ტრაგედიიდან და რაფალიანცის გაუხსნელი საქმე: "ნანატრი შვილი იყო ბარბარე, მანამდე მუცელი ორჯერ მომეშალა..."

4 წელი კოლაგის ტრაგედიიდან და რაფალიანცის გაუხსნელი საქმე: "ნანატრი შვილი იყო ბარბარე, მანამდე მუცელი ორჯერ მომეშალა..."

ოთხი წელი გავიდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში დატრიალებული ტრაგედიიდან.

2012 წლის 30 სექტემბერს 10 თვის ბარბარე რაფალიანცი საძინებელი ოთახიდან გაქრა. სოფელი დიდხანს ეძებდა პატარას. ბოლოს მისი ცხედარი მარანში, წყლით სავსე ტონანახევრიან ქვევრში იპოვეს. ქვევრს ზემოდან ქვა ეფარა. გოგონას დეიდამ, დალი მექერიშვილმა, მაშინ ბავშვის მკვლელობა არჩევნებს დაუკავშირა... ამ ტრაგედიის შესახებ უამრავი ვერსია გავრცელდა და ტყუილ-მართალი ისე აირია ერთმანეთში, რომ დღემდე სიმართლის დადგენა ჭირს.

იხილეთ ვიდეო| პირდაპირი ეთერის ჩანაწერი ტრაგედიის ადგილიდან

თათია მექერიშვილი, ბარბარეს დედა: "ოთხი წელი გავიდა და დღემდე, როცა გამომძიებელს ვურეკავ, ერთი და იგივე ფრაზა ისმის - ახალი და ხელჩასაჭიდი არაფერია. ათას საქმეს იძიებენ და რით ვერ გამოიძიეს ჩემი შვილის მკვლელობა. რა გახდა ასეთი, რომ საშველი არ ჩანს! ჩამოვდივარ პროკურატურაში და შეხვედრითაც არავინ მხვდება. ან რა აზრი აქვს იქ ჩასვლას, რეაგირება მაინც არ არის.

ახლა, რაკი არჩევნები მოდის, ისევ დავურეკეთ ყველას, ვიფიქრეთ, იქნებ ახლა მაინც ეთქვათ რამე ახალი, მაგრამ არა. გამოვიძიებთ, საქმე დახურული არ არისო. რა მნიშვნელობა აქვს, დაიხურება თუ არა, ჩემთვის მთავარი ხომ შედეგია... წაიკითხეთ ვრცლად

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ