ირაკლი ოქრუაშვილი თავდასხმის მონაწილეებს ასახელებს

ირაკლი ოქრუაშვილი თავდასხმის მონაწილეებს ასახელებს

ირაკლი ოქრუაშვილი თავდასხმის მონაწილეებს ასახელებს და მომხდარში ედუარდ ნუცუბიძესა და ალექსანდრე ინდიაშვილს ადანაშაულებს. ამასთან, ოქრუაშვილი გორში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების გააქტიურებაში კახი კალაძის ცოლის ძმას ადანაშაულებს.

"დილიდან, საარჩევნო რეჟიმში ვაწარმოებდით შეხვედრებს ჩვენს აქტივისტებთან ერთად, გორის ერთ-ერთ უბანში. "ქართული ოცნების" ერთ-ერთი კოორდინატორი, ვინმე ედუარდ ნუცუბიძე დილიდან ცდილობდა ჩვენი სხვადასხვა შეხვედრის ჩაშლას, რაც არ გამოუვიდა. ბოლოს, მეოთხე თუ მეხუთე შეხვედრაზე, მან მოიყვანა მკვლელობაზე, ყაჩაღობაზე, ადამიანის დაჭრაზე, იარაღის უკანონო ტარებაზე არაერთგზის ნასამართლევი ალექსანდრე ინდიაშვილი, რომელიც ცნობილი კრიმინალია გორში. მას ჰქონდა სურვილი აერია ჩვენი ერთ-ერთი შეხვედრა. ჩემი დაცვის თანამშრომლებმა საკმაოდ კორექტულად და დელიკატურად აუხსნეს, რომ მას ეს არ გამოუვიდოდა. ბოლოს შეხლა-შემოხლის შედეგად მან ამოიღო იარაღი და რამდენიმე მიზანმიმართული გასროლა მოახდინა, როგორც ჩემს, ასევე ჩემი დაცვის წევრების მიმართულებით. დაჭრილია ჩემი დაცვის ერთი წევრი და ჩვენი ერთ-ერთი კოორდინატორი", - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ოქრუაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ბოლო პერიოდში გორში შეინიშნება საარჩევნო პროცესში ე.წ. ძველი ბიჭების გააქტიურება. "ამ ყველაფრის თავია კახა კალაძის ცოლის ძმა, რომელიც ორგანიზებას უკეთებდა აი ამ ბიჭების აქტიურობას. ის აძლევდა გარანტიებს ამ ბიჭებს, რომ მათ არავინ შეეხებოდა", - აცხადებს ოქრუაშვილი.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ