შსს-მ ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო

შსს-მ ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს.

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანთან გამართული საუბრის ჩანაწერი მისი გაკეთებულია, თუმცა თავად მას არ გამოუქვეყნებია. გვარამიას აზრით, საქმე გვაქვს კიბერდანაშაულთან, კერძოდ, მის კომპიუტერში ან ქსელში შეღწევასთან.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ