რას ამბობს შს მინისტრის მოადგილე, რომელიც გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ადგილზე იმყოფებოდა

რას ამბობს შს მინისტრის მოადგილე, რომელიც გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ადგილზე იმყოფებოდა

გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ბესიკ ამირანაშვილი იმყოფებოდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 19-109-ე მუხლით დაიწყო. ამირანაშვილის თქმით, ამ დროისთვის ტარდება ყველა პირველადი საგამოძიებო ღონისძიება და შსს მაქსიმალურად გააკეთებს ყველაფერს საქმის დროული გამოძიებისთვის.

"გამოძიება დაწყებულია 19-109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ტარდება ყველა პირველადი საგამოძიებო ღონისძიება", - აღნიშნა ბესიკ ამირანაშვილმა.

ამ დროისთვის „პირიმზის" მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილია. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცავები, ექსპერტ-კრიმინალისტები. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ხუთი მოქალაქე, რომლებიც გადაყვანილნი არიან საავადმყოფოში.

იხილეთ ვიდეო: რა ხდებოდა თარგამაძის მანქანის აფეთქების შემდეგ? - დაზარალებულის პირველი ვიდეო კადრები

რა ინფორმაცია მიაწოდა ირაკლი შოთაძემ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს - პროკურატურა შეხვედრის დეტალებს ასაჯაროებს

"საფრთხე ექმნება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას" - სახელმწიფო ინსპექტორი ბაჩალიაშვილებზე გასული ინფორმაციის კანონიერებას შეისწავლის

"გადავრჩით... ქალბატონ ნინოსაც შევხვდი და ვილაპარაკეთ" - გოგი თოფაძე ბუსა ჟვანიას დედასთან შეხვედრასა და შვილიშვილის მდგომარეობაზე