მარიამ ბაშარული - ზოოპარკის დირექტორი ბიძინა ივანიშვილი ყველანაირად ცდილობს ჩვენს დაშინებას

მარიამ ბაშარული - ზოოპარკის დირექტორი ბიძინა ივანიშვილი ყველანაირად ცდილობს ჩვენს დაშინებას

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში "თავისუფალი ზონის", კიდევ ერთი წევრის, მარიამ ბაშარულის დაკითხვა დასრულდა. როგორც დაკითხვიდან გამოსულმა ბაშარულმა აღნიშნა, კითხვები უშუალოდ "თავისუფალი ზონის" ყოფილი წევრების, ბესო კალაძისა და ნუგზარ ჭიაბერაშვილის მიერ გაჟღერებულ განცხადებებს და სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით აღძრულ საქმეს ეხებოდა. ბაშარულის შეფასებით, დაკითხვაზე მისი დაბარება პოლიტკური ნიშნით მოხდა, ვინაიდან "ვიღაცას არ აწყობს "თავისუფალი ზონის" წევრების აქტიურობა ქვეყანაში და ეს ვიღაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილია".

"ეს იყო ხელისუფლების მიერ დადგმული სცენარი, რომელიც უშუალოდ შუშის კოლბაში დაიგეგმა. ფაქტია, რომ ზოოპარკის დირექტორი ბიძინა ივანიშვილი ყველანაირად ცდილობს ჩვენს დაშინებას, ეს იქნება სუს-ში დაბარებით თუ სახლში მოკითხვებით და ა.შ. "თავისუფალი ზონა" ის ორგანიზაციაა, რომელიც პატრიოტულ ნოტებზეა დაფუძნებული. ყველანაირად ვეწინააღმდეგებით და ვგმობთ ძალადობას. ჩვენი მიზანია ამ ქვეყანაში მშვიდობის დამკვიდრება. მე ახალგორიდან ვარ. მტკივა ოკუპაცია და ჩემი მთავარი მიზანი ამ ქვეყნის დაცვაა და შესაბამისად, მიუღებელია ჩემთვის სახელმწიფო გადატრიალებაზე საუბარიც კი", - განაცხადა მარიამ ბაშარულმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე საკუთარი ნებით იმის გამო ვერ გამოცხადდა, რომ საარჩევნო კამპანიაშია ჩართული და აქტიურად მონაწილეობს რამდენიმე რაიონში მიმდინარე საარჩევნო პროცესებში. როგორც ბაშარულმა განმარტა, ამის შესახებ მან სცადა განცხადების ჩაბარება კანცელარიაში და განმარტება, თუ რატომ ვერ ახერხებდა დაკითხვაზე მისვლას, თუმცა კანცელარიამ მისი განცხადება არ ჩაიბარა.

რაც შეეხება მიხელი სააკაშვილთან შეხვედრას, როგორც მარიამ ბაშარულმა აღნიშნა, ის ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს 2012 წლის არჩევნებამდე შეხვდა, უკრაინაში კი არასდროს ყოფილა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ