შემზარავი ფაქტი ქუთაისში: პოლიციელმა 24 წლის მეუღლე თავის არეში დაჭრა

შემზარავი ფაქტი ქუთაისში: პოლიციელმა 24 წლის მეუღლე თავის არეში დაჭრა

იხილეთ ვიდეო

არსებული ინფორმაციით, ქუთაისში მამაკაცმა მეუღლე ეჭვიანობის ნიადაგზე დანით დაჭრა. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. გოგონა 24 წლისაა და პირველი ინფორმაციით, მას ჭრილობები თავის არეში აქვს მიყენებული. დაზარალებული ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია გადაყვანილი, სადაც მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადის. ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

რაც შეეხება ეჭვმიტანილს, არსებული ინფორმაციით, ის პოლიციელია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ წყვილმა ერთი კვირის წინ იქორწინა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის დამართლის საქმე. გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ