დაჭრა თუ თვითმკვლელობის მცდელობა - პროკურატურის ვერსია ქუთაისში მომხდარ ინციდენტზე

დაჭრა თუ თვითმკვლელობის მცდელობა - პროკურატურის ვერსია ქუთაისში მომხდარ ინციდენტზე

მთავარი პროკურატურა ქუთაისში მომხდარ შემთხვევაზე, რა დროსაც, გავრცელებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლი დაჭრა, პირველ კომენტარს აკეთებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა განუცხადა, გამოძიებას საფუძვლად დაედო შეტყობინება უბედური შემთხვევის შესახებ, რომ ადგილი ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობას.

ამასთან, უწყების განმარტებით, საქმე გამოსაძიებლად დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას გადაეცა, ვინაიდან გასროლა პოლიციელის იარაღიდან განხორციელდა.

"გუშინ საღამოს თავში მიღებული ცეცხლსასროლი დაზიანებით საავადმყოფოში მოთავსებულ იქნა ერთი პირი. დაწყებულ გამოძიებას საფუძვლად დაედო შემოსული შეტყობინება უბედური შემთხვევის შესახებ, რომ ადგილი ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობას. საბედნიეროდ, დაჭრილი ქალბატონი ექიმების ჩარევის შედეგად გადარჩა და მისი მდგომარეობა სტაბილურია. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ს 115 მუხლით. ვინაიდან გასროლა განხორციელდა პოლიციელის იარაღიდან საქმე გამოსაძიებლად გადაეცა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას. უახლოეს მომავალში დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარდება ყველა გადაუდებელი და საჭირო საგამოძიებო მოქმედება, რის შესახებაც დამატებით ეცნობება საზოგადოებას", - განაცხადა ნათია სუხიაშვილმა.

ქუთაისში უბედური შემთხვევა წუხელ მოხდა. ამ დრომდე არსებული ცნობით, ახალგაზრდა ქალი, რომელიც ახალდაქორწინებულია, ცივი იარაღით ქმარმა დაჭრა, რომელიც პოლიციელია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ