სპეცოპერაცია გლდანში - შსს-მ, სავარაუდოდ, თარგამაძის მანქანის აფეთქებაში მონაწილეთა კვალს მიაგნო

სპეცოპერაცია გლდანში - შსს-მ, სავარაუდოდ, თარგამაძის მანქანის აფეთქებაში მონაწილეთა კვალს მიაგნო

გლდანის ერთ-ერთ მიკრო-რაიონში სპეცოპერაცია მიმდინარეობს.  სპეცოპერაცია სავარაუდოდ ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებას უკავშირდება და ერთ-ერთ პირს, სავარაუდოდ, დარჩო ხ-ს აკავებენ, რომელიც მანქანის აფეთქებაში ფიგურირებს. ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, ის სოდ-ის ყოფილი თანამშრომელი იყო.

მეზობლების ინფორმაციით, ის ბოლო პერიოდში, სავარაუდოდ, უკრაინაში ან რუსეთში იმყოფებოდა.

ეჭვმიტანილის დედამ კი განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, იმყოფებოდა თუ არა მისი შვილი უკრაინაში და არც ის იცის, რას საქმიანობდა ბოლო პერიოდში.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით კი, ამავე საქმეზე სპეცოპერაცია კრწანისის რაიონშიც ტარდება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ