გიგა ბოკერია მიმდინარე სპეცოპერაციაზე - ძალიან უტიფარ წინასაარჩევნო პიართან გვაქვს საქმე

გიგა ბოკერია მიმდინარე სპეცოპერაციაზე - ძალიან უტიფარ წინასაარჩევნო პიართან გვაქვს საქმე

ძალიან უტიფარ წინასაარჩევნო პიართან გვაქვს საქმე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია გივი თარგამაძის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე სპეცოპერაციას ეხმაურება.

"იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც ახლა გვაქვს, დასკვნის გამოტანა შეუძლებელია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ პროსამთავრობო ტელევიზიის ეგზოტიკური ჟურნალისტი დაჟინებით მოითხოვდა რესპონდენტებისგან ეთქვათ, თითქოს ეჭვმიტანილი უკრაინიდანაა ან რაიმე კავშირი აქვს, თუმცა ამას არავინ ამბობდა.

ჩვენ კარგად გვახსოვს პრემიერის მიერ ჯერ კიდევ გამოძიების დაწყებამდე გაკეთებული აქცენტებიც. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ძალიან უტიფარ წინასაარჩევნო პიართან გვაქვს საქმე. ეს ადასტურებს, თუ როგორი უპასუხისმგებლო ხელისუფლება გვყავს, რომელსაც, საბედნიეროდ, ძალიან მალე დავასრულებთ", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გლდანის ერთ-ერთ მიკრო რაიონში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას "ქრონიკა" ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, სპეცოპერაცია, სავარაუდოდ, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებას უკავშირდება და ერთ-ერთ პირს, სავარაუდოდ, დ.ხ.-ს აკავებენ, რომელიც მანქანის აფეთქებაში ფიგურირებს. "იმედის" ინფორმაციით, ის სოდ-ის ყოფილი თანამშრომელი იყო.

მეზობლების ინფორმაციით, ის ბოლო პერიოდში, სავარაუდოდ, უკრაინაში ან რუსეთში იმყოფებოდა.

ეჭვმიტანილის დედამ კი განაცხადა, რომ მისთვის უცნობია, იმყოფებოდა თუ არა მისი შვილი უკრაინაში და არც ის იცის, რას საქმიანობდა ბოლო პერიოდში.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით კი, ამავე საქმეზე სპეცოპერაცია კრწანისის რაიონშიც ტარდება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ