შს მინისტრი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე - ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა ისეთი უტყუარი მტკიცებულებები გვაქვს მოპოვებული

შს მინისტრი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე - ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა ისეთი უტყუარი მტკიცებულებები გვაქვს მოპოვებული

ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა ისეთი უტყუარი მტკიცებულებები გვაქვს მოპოვებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მღებრიშვილის თქმით, ეს მტკიცებულებები ადასტურებს იმ პირთა კავშირს დანაშაულთან, რომლებიც გამოძიების პროცესში არიან იდენტიფიცირებულები.

"დაახლოებით, სამი დღის განმავლობაში ჯოჯოხეთური შრომა გასწია შსს-ს თანამშრომლებმა, ასევე სუს-მა და პროკურატურამ. ჩვენ უმოკლეს დროში შევძელით იმ პირების იდენტიფიცირება მოგვეხდინა, ვინც ეს საზარელი დანაშაული ჩაიდინეს - ვისარგებლებ შემთხვევით და ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას ყველა დაზარალებულს. საგამოძიებო პროცედურები ახლაც, ყოველ წუთს მიმდინარეობს და ყოველ საათში ახალ-ახალი დეტალები ირკვევა. მე ამ დეტალების გახმაურებისგან თავს შევიკავებ, ვინაიდან ნებისმიერმა ჩემმა კომენტარმა შეიძლება დააზიანოს გამოძიების მიმდინარეობა", - განაცხადა მღებრიშვილმა.

მისივე თქმით, საქმის ფიგურნატების ნაწილი მიმალვაში იმყოფება. რაც შეეხება ინფორმაციას იმის თაობაზე, მიდის თუ არა დარჩო ხეშუაშვილის კვალი უკრაინაში, შს მინისტრი პასუხის გაცემისგან თავს იკავებს.

"ამ ეტაპზე ძალიან ბევრი რამ არის უკვე ცნობილი, მაგრამ მე თავს შვიკავე დეტალების გამჟღავნებისგან. უკვე ზღვა ინფორმაცია გვაქვს ამ დანაშაულის შესახებ", - განაცადა მღებრიშვილმა.

ის ასევე არ საუბრობს თავდამსხმელების შესაძლო მოტივზე. რაც შეეხება კითხვას იმის თაობაზე, რატომ ჰქონდა სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ერთ ტელევიზიას, მღებრიშვილი განმარტავს, რომ ეს შემთხვევით მოხდა.

"ამ სპეცოპერაციის შესახებ ჩვენ საერთოდ არ გვინდოდა გაგვემჟღავნებინა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, სადაც მივდივართ შემთხვევის ადგილზე, თქვენ გვხვდებით ხოლმე და ძალიან ოპერატიულები ხართ. ჩვენ არავისთვის არ გვითქვამს და არცერთი მედისაშუალებისთვის არ გვიცნობებია ის, რომ გუშინ ვაპირებდით სპეცოპერაციის ჩატარებას", - მიმართა შს მინისტრმა ჟურნალისტებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ