ადვოკატის ინფორმაციით, მარნეულის ინციდენტის საქმეზე დაკავებული 3 პირი ნაცემია

ადვოკატის ინფორმაციით, მარნეულის ინციდენტის საქმეზე დაკავებული 3 პირი ნაცემია

ადვოკატის ინფორმაციით, მარნეულის ინციდენტის საქმეზე დაკავებული მისი დაცვის ქვეშ მყოფი 4 პირიდან სამი ნაცემია. ამის შესახებ ადვოკატმა დავით კაკოიშვილმა ე.წ. მოდულის შენობიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

დავით კაკოიშვილის ინფორმაციით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ, ვინაიდან მათ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია.

"4 დაკავებულს შევხვდი. აქედან 3 ნაცემია. პოლიციის განყოფილებაში, სადაც ისინი მიიყვანეს, დაექვემდებარნენ არასათანადო მოპყრობას. მათგან ითხოვნდნენ აღიარებას, თითქოს რეალურად ჩაიდინეს ის ქმედება, რომელსაც სამართალდამცველები ედავებიან. მას შემდეგ, რაც მათ ვერ მიიღეს სასურველი ინფორმაცია, ისინი სცემეს. 3 მათგანს აღენიშნება დაზიანებები, მათ შორის სახის არეში. სახალხო დამცველის წარმომადგენლები შემოსული იყვნენ და დააფიქსირეს აღნიშნული დარღვევა", - განაცხადა ადვოკატმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 8 ოქტომბერს, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, 48-ე საარჩევნო უბანზე, საარჩევნო კომისიისთვის ხელისშეშლის და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტებზე 6 პირი დააკავეს.

როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 163-ე და 353-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან შემდეგი პირები: 1997 წელს დაბადებული რ.ზ, 1994 წელს დაბადებული მ.ნ, 1996 წელს დაბადებული ბ.მ, 1996 წელს დაბადებული ჰ.კ, 1992 წელს დაბადებული ვ.კ და 1993 წელს დაბადებული ა.ნ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ