სოფელ ყიზილაჯლოს 48-ე საარჩენო უბანზე მომხდარ ინციდენტში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეფარდათ

სოფელ ყიზილაჯლოს 48-ე საარჩენო უბანზე მომხდარ ინციდენტში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეფარდათ

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სოფელ ყიზილაჯლოს 48-ე საარჩენო უბანზე მომხდარ ინციდენტში ბრალდებულ ექვსივე პირს აღმკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

როგორც ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა განაცხადა, ისინი გაეცნობიან მოსამართლის სამართლებრივ არგუმენტაციას და შეეცდებიან, რომ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრონ.

პროკურორ ლევან ჯალაღანიას განცხდებით, მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელიც იყო ვიდეომასალით და მოწმეთა ჩვენებებით განმტკიცებული.

განაჩენს დაკავებულთა ახლობლების პროტესტი მოჰყვა. დარბაზიდან გამოსული ოჯახის წევრებიდან ერთ-ერთი შეუძლოდ გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 8 ოქტომბერს, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, 48-ე საარჩევნო უბანზე, საარჩევნო კომისიისთვის ხელისშეშლის და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტებზე 6 პირი 13 ოქტომბერს დააკავეს.

როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 163-ე და 353-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან შემდეგი პირები: 1997 წელს დაბადებული რ.ზ, 1994 წელს დაბადებული მ.ნ, 1996 წელს დაბადებული ბ.მ, 1996 წელს დაბადებული ჰ.კ, 1992 წელს დაბადებული ვ.კ და 1993 წელს დაბადებული ა.ნ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ