შსს ტრანსგენდერი ქალის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულის დააკავებაზე განცხადებას ავრცელებს

შსს ტრანსგენდერი ქალის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულის დააკავებაზე განცხადებას ავრცელებს

შსს ტრანსგენდერი ქალის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირის დააკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არის ნათქვამი, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისან-სამგორისა და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოების თანამშრომლებმა 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.მ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, ორთაჭალაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბლაგვი საგნითა და ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1982 წელს დაბადებულ ზ.შ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული რუსთავში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ