მაია რჩეულიშვილი სასამართლო სხდომებს აღარ დაესწრება

მაია რჩეულიშვილი სასამართლო სხდომებს აღარ დაესწრება

სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტის" დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი სასამართლო სხდომებს აღარ დაესწრება. ამის შესახებ ე.წ. ბათუმის მაგნოლიას საქმეზე მიმდინარე პროცესზე თავად მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილმა განაცხადა.

როგორც მოსამართლემ აღნიშნა, შესაბამისი განცხადებით მაია რჩეულიშვილმა სასამართლოს თავად მიმართა.

"ქალბატონმა მაია რჩეულიშვილმა განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომელშიც ნათქვამია, რომ არ სურს დაესწროს სხდომებს და თანახმაა მის გარეშე ჩატარდეს მომდევნო სასამართლო პროცესები", - განაცხადა მოსამართლემ.

აღნიშნულის შესაბამისად, დღევანდელი პროცესიც, რომელიც ე.წ. ბათუმის მაგნოლიას შეეხება, მაია რჩეულიშვილის გარეშე მიმდინარეობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ