სუს-ში სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე "თავისუფალი ზონის" სამი წევრის დაკითხვა მიმდინარეობს

სუს-ში სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე "თავისუფალი ზონის" სამი წევრის დაკითხვა მიმდინარეობს

სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე "თავისუფალი ზონის" სამი წევრი ზურაბ ბერიაშვილი, რუსუდან მჭედლიძე და დავით გოგოხია იკითხება. მოდულის შენობასთან იმყოფება "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სერგო რატიანი. მისი თქმით, ხელისუფლება აგრძელებს მარაზმატიკულ რეპრესიებს.

"ხელისუფლება იბარებს ახალგაზდებს, საუბრობს გადატრიალებაზე. ხელისუფლება არ არის ადეკვატური და საზოგადოება უნდა აცნობიერებდეს თუ როგორ ხელისუფლებას შეიძლება ჩაუვარდეს ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობა", - განაცხადა რატიანმა.

ინტერნეტში რამდენიმე კვირის წინ გავრცელებულ ჩანაწერში, სავარაუდოდ, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ ცალკეული წევრების საუბარია ასახული, რომლებიც რევოლუციურ სცენარს განიხილავენ. აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მუხლით დაიწყო.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ