"ბოლო პერიოდია წნევები მაწუხებს..." - გუკა რჩეულიშვილმა შეუძლოდ ყოფნის მიზეზით სასამართლო პროცესი დატოვა

"ბოლო პერიოდია წნევები მაწუხებს..." - გუკა რჩეულიშვილმა შეუძლოდ ყოფნის მიზეზით სასამართლო პროცესი დატოვა

"ცენტრ პოინტის" ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა გუკა რჩეულიშვილმა ე.წ. ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდზე მიმდინარე სასამართლო პროცესი დატოვა. რჩეულიშვილმა პროცესის დატოვების მიზეზად შეუძლოდ ყოფნა დაასახელა.

"ბოლო პერიოდია წნევები მაწუხებს და თუ შიძლება მე დავტოვებ სხდომას, თუ ეს პროცესის მიმდინარეობას ხელს არ შეუშლის", - აღნიშნა რჩეულიშვილმა, რის შემდეგაც სხდომათა დარბაზი საბადრაგო სამსახურის თანამშრომლების თანხლებით დატოვა.

"ცენტრ პოინტის" საქმეზე, ე.წ. ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდის სასამართლო განხილვა ამჟამად ორი ბრალდებულის გარეშე მიმდინარეობს. გურამ რჩეულიშვილთან ერთად პროცესს მაია რჩეულიშვილიც არ ესწრება, რომელმაც აღნიშნულ საქმეზე მიმდინარე ყველა სასამართლო პროცესზე დასწრებაზე უარი განაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე მსჯელობენ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ